Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სულ ცოტა 65 ადამიანი


ერაყში სულ ცოტა 65 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტებსა და თავდასხმებს. ათობით ადამიანი დაიჭრა.

ერაყში სულ ცოტა 65 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტებსა და თავდასხმებს. ათობით ადამიანი დაიჭრა.
ბაღდადში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 31 ადამიანი. დედაქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე ნაღმსატყორცნებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ბაღდადის სამხრეთით ქალაქ ჰილაში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 30-ზე მეტი დაიჭრა. ერაყის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაპატიმრებულია ამბოხებულთა ერთ-ერთი ლიდერი, რომლის ანგარიშზე, მათი მონაცემებით, ასობით ადამიანის სიცოცხლეა. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პროვინცია ანბარში დამატებით ათასხუთას სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის.
XS
SM
MD
LG