Accessibility links

logo-print

ქაბულში მასობრივი დაპატიმრებები ჩაატარეს ორშაბათს


ქაბულში მასობრივი დაპატიმრებები ჩაატარეს ორშაბათს მომხდარი არეულობის გამო.

ქაბულში მასობრივი დაპატიმრებები ჩაატარეს ორშაბათს მომხდარი არეულობის გამო.
იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: "რაც შეეხება ქაბულის ინციდენტებს: ჯერჯერობით დავაპატიმრეთ 140-მდე ადამიანი. ეს ძირითადად ახალგაზრდები არიან. მათ საქმეს ჯერჯერობით იძიებენ. ზოგიერთმა პატიმარმა აღიარა, რომ ცდილობდა ვითარებით ესარგებლა შეიარაღებული ძარცვისთვის. მოგვანებით მათ ნამდვილ მიზნებს დავადგენთ." ორშაბათს ქაბულში შეერთებული შტატების ჯავშანტრანსპორტიორმა გადაუარა მსუბუქ ავტომანქანას. დაიღუპა 5 ავღანელი. ტრაგედიის ადგილზე წარმოიშვა სტიქიური ანტიამერიკული მიტინგი, რომელიც შეტაკებებში გადაიზარდა. მათში დაიღუპა სულ ცოტა 8 ადამიანი. დღეს დილიდან მოყოლებული ქაბულში ტანკები პატრულირებენ. დღესვე ავღანეთში მოკლეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექშნ ეიდ ინტერნეიშნელის" წარმომადგენლები - სამი ქალი და ერთი მამაკაცი. ჩრდილო პროვინცია ჯაუზჯანის გუბერნატორის ცნობით, მათ მანქანას გზაზე გაუხსნეს ცეცხლი.
XS
SM
MD
LG