Accessibility links

logo-print

ავღანეთში პოლიციის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია


ავღანეთში პოლიციის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია თალიბებთან შეტაკებისას 12 პოლიციელის დაღუპვის და 40-ის შეპყრობის შესახებ.

ავღანეთში პოლიციის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია თალიბებთან შეტაკებისას 12 პოლიციელის დაღუპვის და 40-ის შეპყრობის შესახებ.
როგორც სამხრეთში მდებარე ორუზგანის პროვინციის რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელმა როზი ხანმა უთხრა ჩვენს რადიოს, პოლიციის რიგებში მსხვერპლი არ მოჰყოლია შეტაკებას. ხანმა, ამასთან, დაადასტურა, რომ მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს ავღანეთის უშიშროების ძალების რეგიონულ შტაბბინაზე. მოგვიანებით მათ დატოვეს პოლიციის ობიექტი, მაგრამ ჯერ კიდევ აკონტროლებენ სტრატეგიულ პოზიციებს. მანამდე ცნობა, რომ წუხანდელ შეტაკებაში თალიბებმა 40 პოლიციელი შეიპყრეს და 12 მოკლეს, ქაბულში ანონიმმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა და მოგვიანებით თალიბების პრეს-მდივანმა დაადასტურა.
XS
SM
MD
LG