Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აპირებს, საჯაროდ გამოაქვეყნოს ერაყის


აშშ აპირებს, საჯაროდ გამოაქვეყნოს ერაყის ქალაქ ჰადიტაში სამოქალაქო პირების დახოცვის გამოძიების შედეგები.

აშშ აპირებს, საჯაროდ გამოაქვეყნოს ერაყის ქალაქ ჰადიტაში სამოქალაქო პირების დახოცვის გამოძიების შედეგები.
საქმე ეხება ბრალდებას, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა შარშან ქალაქ ჰადიტაში სიცოცხლეს გამოასალმეს 24 შეუიარაღებელი სამოქალაქო პირი. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ტონი სნოუმ აღნიშნა, ამერიკელი სამხედროები იძიებენ ჰადიტის ინციდენტს. [ტონი სნოუს ხმა] “საზღვაო ქვეითები აქტიურ როლს ასრულებენ გამოძიებაში. როგორც დღეს მითხრეს, როცა გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, ყველა დეტალი საჯაროდ გახდება ცნობილი. ასე რომ, შევიტყობთ, რა მოხდა”. ვაშინგტონის ადმინისტრაციის პრეს-მდივნის ამ განცხადებამდე, ერაყის პერმიერ-მინისტრმა ნური კამილ ალ-მალიკიმ აღნიშნა, რომ ერაყის მთავრობა გამოიძიებს ყველა ბრალდებას.
XS
SM
MD
LG