Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა რუსი მშვიდობისდამცველების როტაცია ქართულ-ოსური კონლიქტის ზონაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა რუსი მშვიდობისდამცველების როტაცია ქართულ-ოსური კონლიქტის ზონაში.
ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, რუსულმა მხარემ სამშვიდობო ძალების როტაცია უკანონოდ, ორმხრივი შეთანხმებების დარღვევით განახორციელა. ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 ახალი რუსი მშვიდობისდამცველი ცხინვალის რეგიონში ჩავიდა ვიზების გარეშე, როკის გვირაბით. ამ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა რუსული მხარე: თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს როტაციის გეგმაში რაიმეს შეცვლას. [ივანოვის ხმა] “როტაცია ხორციელდება ნახევარ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ამ ვადებს ვიცავთ, განსხვავებით ქართული მხარისაგან, რომელიც როტაციას გაცილებით უფრო ხშირად ახდენს. და არა გვაქვს როტაციის გადადების არანაირი გეგმა. როტაცია ჩატარდება, როგორც ტარდებოდა ბოლო წლებში - როკის უღელტეხილის გავლით.”
XS
SM
MD
LG