Accessibility links

logo-print

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აშშ მზად


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აშშ მზად არის პირდაპირი მოლაპარაკებისთვის ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე,

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აშშ მზად არის პირდაპირი მოლაპარაკებისთვის ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე,
თუ ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას. მოგვიანებით ეს ცნობა სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით დადასტურდა. მანამდე კი სააგენტოები ფრანს პრესი და ასოშიეიტიდ პრესი დიპლომატებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ვაშინგტონის მოთხოვნა მოიცავს ასევე რუსეთის და ჩინეთის წინასწარ დათანხმებას ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებზე, თუ ირანმა არ შეწყვიტა ურანის გამდიდრება. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის მორიგი მოლაპარაკებისთვის ევროკავშირი წევრებთან - ლაპარაკია საფრანგეთზე, ბრიტანეთსა და გერმანიაზე. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია ხვალ შეიკრიბებიან ვენაში ირანში ურანის გამდიდრებაის საკითხში საერთო პოზიციაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG