Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების


ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენლობა აცხადებს, რომ

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენლობა აცხადებს, რომ
ამერიკელ ჯარისკაცებს ომის ეთიკაში წვრთნა ჩაუტარდებათ. ტრენინგის პროგრამის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 31 მაისს შეშფოთება გამოთქვა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ უიარაღო მოქალაქეების დახოცვის ბრალდებასთან დაკავშირებით. ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი, აცხადებს, რომ მან მთავრობის წევრებს შეერთებული შტატების ძალებთან მოლაპარაკების დაწყება დაავალა იმ მიზნით, რომ დადგინდეს მოქალაქეთა დაკავების, და რეიდების ჩატარების წესები. ეთიკის სტანდარტებზე და ნორმებზე საუბარმა ინტენსიური ფორმა მას შემდეგ შეიძინა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასული წლის ნოემბერში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყის ქალაქ ჰადიტაში 24 მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, დახოცეს. მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება.
XS
SM
MD
LG