Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაქიმ, დღეს განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაქიმ, დღეს განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან
მოლაპარაკების გამართვისთვის მზად არის - მაგრამ ურანის გამდიდრების უფლებაზე უარს არ იტყვის. [მოთაქის ხმა]: ”ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი კანონიერი უფლების დათმობას. ისლამური რესპუბლიკის, და ირანელი ხალხის უფლებები იმ საერთაშორისო შეთანხმებებით არის განსაზღვრული, რომლებსაც ჩვენ შევუერთდით, და ამის შესახებ მოლაპარაკების გამართვას არ ვაპირებთ. თუმცა, მზად ვართ ვისაუბროთ ჩვენს საერთო ინტერესებზე”.
გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, განაცხადა, რომ თუ ირანი ურანის გამდიდრებას შეწყვეტს, შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნებს შეუერთდება და ირანთან მის ატომურ პროგრამაზე გამართავს მოლაპარაკებას. მოტაქის თქმით, რაისის განცხადება სიახლეს არ წარმოადგენს, და მისი მიზანს რეგიონში შეერთებული შტატების ”დანაშაულთა” გადაფარვა წარმოადგენს. გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია დღეს ვენაში მართავენ შეხვედრას, სადაც ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი კრიზისი უნდა განიხილონ.
XS
SM
MD
LG