Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი


საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი დე-ფაქტო მთავრობისა და რუსეთის

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი დე-ფაქტო მთავრობისა და რუსეთის
ერთობლივ პროვოკაციას ელის. თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში აცხადებენ, რომ სამშვიდობო ბატალიონის როტაციის საბაბით, რუსეთმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალები შემოიყვანა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ამჟამად ცხინვალის რეგიონში იმყოფება ათასამდე რუსი სამხედრო, რაც ორჯერ აღემატება სამშვიდობო ბატალიონის დადგენილ კვოტას. თარგამაძემ დღეს ქართულ-ოსური კონფლქიტის ზონაში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტიგენტის საერთაშორისო ინსპექტირება მოითხოვა. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების განლაგების ფაქტს უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებით, სამშვიდობო ძალების როტაცია დადგენილი რეგლამენტისა და კვოტის მიხედვით მიმდინარეობს და დღეს საღამოს დასრულდება. ცხინვალის რეგიონში უშუალოდ ოსური შეიარაღებული ფორმირებების გააქტიურების ინფორმაციას ფრონეს ხეობაში არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. შექმნილი სიტუაცია ხაინდრავამ დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს და ეუთოს მისიის ხელმძღვანელს გააცნო. ხაინდრავა რუსეთის ფედერაციის ელჩსაც შეხვდა.
XS
SM
MD
LG