Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიამ სერბიისგან გამოყოფა, და დამოუკიდებლობა


ჩერნოგორიამ სერბიისგან გამოყოფა, და დამოუკიდებლობა, ოფიციალურად გამოაცხადა.

ჩერნოგორიამ სერბიისგან გამოყოფა, და დამოუკიდებლობა, ოფიციალურად გამოაცხადა.
ჩერნოგორიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც 21 მაისის რეფერენდუმის შედეგებია დამტკიცებული. რეფერენდუმში ამომრჩევლების 55.5-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან, პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. პარლამენტის გადაწყვეტილება სპიკერმა, რანკო კრივოკაპიჩმა, გამოაცხადა: [კრივოკაპიჩის ხმა]: ”ვადასტურებ, რომ ყველა აქ მყოფი დეპუტატი მომხრე იყო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, და არც თავი შეუკავებია ვინმეს. ვაცხადებ, რომ ჩერნოგორიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის გამოცხადებას მისცა ხმა. [აპლოდისმენდები] გაუმარჯოს ჩერნოგორიას. ჩერნოგორიის მოქალაქეების არჩევანია, მათი ქვეყანა თავისუფალი ხალხების და სახელმწიფოების რიგში ჩადგეს. დიდი მადლობა”. ჩერნოგორიის პარლამენტმა ძირითადი პრინციპების დეკლარირებაც უნდა მოახდინოს, და უნდა გამოაცხადოს, რომ ჩერნოგორია დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც ნატოში, და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
XS
SM
MD
LG