Accessibility links

ბაღდადში რუსეთის საელჩოს ერთი წარმომადგენელი


ბაღდადში რუსეთის საელჩოს ერთი წარმომადგენელი მოკლეს, და ოთხი გაიტაცეს.

ბაღდადში რუსეთის საელჩოს ერთი წარმომადგენელი მოკლეს, და ოთხი გაიტაცეს.
ოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლები მიკროავტობუსით, და კიდევ ერთი ავტომობილით მოძრაობდნენ. მათ ქალაქის პრესტიჟულ უბანში რუსი დიპლომატების მანქანას გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გახსნეს. ამას ერთი რუსი დიპლომატის სიკვდილი მოჰყვა. ოთხი გაიტაცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატების გათავისუფლების მიზნით ერაყის სტრუქტურებთან, და საერთაშორისო ძალებთან მუშაობს. აქვე კიდევ ერთი ცნობა ერაყიდან - ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ბასრაში, დღეს თავდამსხმელმა მანქანაში აიფეთქა თავი, რასაც სულ მცირე 27 ადამიანის სიკვდილი, და დაახლოებით 60ის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG