Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობამ პოლიციის მაღალჩინოსნების შეცვლას


ავღანეთის მთავრობამ პოლიციის მაღალჩინოსნების შეცვლას აპირებს მას შემდეგ,

ავღანეთის მთავრობამ პოლიციის მაღალჩინოსნების შეცვლას აპირებს მას შემდეგ,
რაც ქაბულის ქუჩები უცხოელების წინააღმდეგ მიმართულმა გამოსვლებმა მოიცვა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცვლიან პოლიციის 86 თანამშრომელს. ეს ქვეყანაში თალიბების რეჟიმის დაცემის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილებაა.
გათავისუფლებულებს შორის ქაბულის პოლიციის უფროსი, გენერალი აბდულ ჯამილ ჯუმბეშიც იქნება. მისმა უწყებამ ვერ შესძლო ქაბულის ქუჩებში მასობრივი არეულობის აღკვეთა მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 29 მაისს, ამერიკელი სამხედროების მანქანამ ავარია მოახდინა, რასაც სულ მცირე 5 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ინციდენტით აღშფოთებულმა ხალხმა პარლამენტის, და ამერიკის საელჩოს შენობებთან მისვლამდე მაღაზიები დაარბია, ტელევიზიის სადგურზე მიიტანა იერიში, ცეცხლი წაუკიდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფისებს, და სასტუმროს ფანჯრები ჩაამსხვრია. არეულობას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG