Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქი, აცხადებს,

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოთაქი, აცხადებს,
რომ ოფიციალური პასუხის გაცემამდე, ირანი მისი ატომური პროგრამის შესახებ საერთაშორისო წინადადებების შესწავლას გეგმავს. ხუთშაბათს, 1 ივნისს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, და გერმანიამ, შეთანხმებების პაკეტი მიიღეს, რომელშიც ირანის მიმართ წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელებაა გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ურანის გამდიდრების პროგრამას შეწყვეტს. ხოლო თუ პროგრამა გაგრძელდება, პაკეტში ირანზე სადამსჯელო პროცედურების დაწესებაა განსაზღვრული. მოთაქის თქმით, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, კრიზისში გარღვევის მოხდენა რეალურია - მაგრამ, მისი თქმით, მოლაპარაკება წინასწარგანსაზღვრული პირობების გარეშე უნდა წარიმართოს.
XS
SM
MD
LG