Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მუქარა გამოთქვა, რომ ირანი სპარსეთის ყურის რეგიონიდან

ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მუქარა გამოთქვა, რომ ირანი სპარსეთის ყურის რეგიონიდან
ნავთობის გატანას შეუშლის ხელს, თუკი აშშ ძალას იხმარს ამ ქვეყნის მიმართ. ხამენეის თქმით, აშშ უნდა იცოდეს სამხედრო აქციის შედეგები. (ხამენეის ხმა)
“თუკი თქვენ გადადგამთ არასწორ ნაბიჯს ირანის მართ, ცხადია, ამას მოჰყვება ამ რეგიონიდან ენერგიის მიწოდების სერიოზული შეფერხება”.
ეს აიათოლა ხამენიმ განაცხადა აიათოლა ხომეინის გარდაცვალების 17 წლისთავის აღნიშვნისას. ხამენეიმ თქვა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ვერ მოახერხებენ უზრუნველყონ სტრატეგიული ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტის უსაფრთხოება.
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა უფრო ადრე განაცხადა, რომ თეირანი ფრთხილად შეისწავლის დასავლეთის ქვეყნების ბოლ წინადადებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG