Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ცხინვალში აფხაზეთის წელია, აფხაზეთში - ”სამხრეთ ოსეთის”, ასეთი სათაური აქვს


“ცხინვალში აფხაზეთის წელია, აფხაზეთში - ”სამხრეთ ოსეთის”, ასეთი სათაური აქვს ყოველდღიურ გაზეთ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიას. მასში ნათქვამია,

რომ ”სამხრეთ ოსეთში” აფხაზეთის წლის გახსნაზე აფხაზური დელეგაცია, სერგეი ბაღაფშის ხელძღვანელობით, გუშინ ჩავიდა. თავის მხრივ, აფხაზეთში ოსი მოძმეების წელი ორი თვის წინ დაიწყო. ”ასეთი თანამშრომლობა არსებობისა და გადარჩენისათვის აუცილებელია, მით უმეტეს, ქართული აგრესიის პირობებში,” - აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.

”უმწეო მოხუცი უფასო სასადილოდან გამოაძევეს” - ეს არის კიდევ ერთი სტატია ”რეზონანსიდან”. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ რეკლამირებულ უფასო სასადილოებში ერთ ადამიანზე 55 თეთრია გამოყოფილი, რის გამოც ბევრ სასადილოში უმწეო ადამიანებს ნახევრად მოუხარშავ და გაფუჭებულ პროდუქტებს აჭმევენ. ერთ-ერთ ქალბატონს, ვინც პროტესტი გამოთქვა, გამგებლის გადაწყვეტილებით, ულუფის მიცემა შეუწყვიტეს.

სათაურით ”გახმაურებული ”სპეცსასაკლაო” სვანეთში”, გაზეთი ”ხვალინდელი დღე” აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს სვანეთში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციის თაობაზე . ”2005 წლის 22 ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჭიდაობა ძიუდოსა და სამბოში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი კახა ფარჯიანი მის კუთვნილ ავტომანქანში ჩაცხრილეს და მიატოვეს”. იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია და რა კითხვები აქვს გამოძიების კანონიერებასთან დაკავშირებით დაზარალებულის მხარეს, გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” გამოქვეყნებული ვრცელი პუბლიკაციიდან შეიტყობთ.

სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატია, სათაურით ”სტრასბურგის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული საქმე”. ”ევროსასამართლომ 14 ნოემბერს წარმოებაში მიიღო საქმე მამა-შვილ დოლიძეებისა, რომლებიც 22 აგვისტოს ჩოხატაურში დააკავეს და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვაში, ტარება-გადაზიდვასა და ხულიგნობაში დაადანაშაულეს. თუმცა გამოძიებას არ წარმოუდგენია ნივთმტკიცება - დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომლითაც, როგორც გამოძიება ირწმუნება, ჰაერში გაისროლეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG