Accessibility links

logo-print

ერაყში ციხეებიდან გამოუშვეს 600-მდე პატიმარი.


ერაყში ციხეებიდან გამოუშვეს 600-მდე პატიმარი. ამ ზომას ითვალისწინებს ამნისტია,

ერაყში ციხეებიდან გამოუშვეს 600-მდე პატიმარი. ამ ზომას ითვალისწინებს ამნისტია,
რომლის შესახებაც გუშინ გააკეთა განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ. სულ გათვალისწინებულია 2500 ერაყელი პატიმრის გაშვება, ალ-მალიკის განმარტებით, “შერიგებისა და ეროვნული დიალოგის” ხელშეწყობის მიზნით. ამნისტია არ ეხება სადამ ჰუსეინის და მისი ბაათის პარტიის მიმდევრებს. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ იტალია ამ წლის ბოლომდე აპირებს ერაყიდან ჯარისკაცების გაყვანას. ამ საკითხზე იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მასიმო დალემამ ისაუბრა ბაღდადში, სადაც იტალიის გეგმა ერაყის ხელმძღვანელობას გააცნო. ამჟამად 2700 იტალიელი ჯარისკაცია განთავსებული ქალაქ ნასირიაში. ბაღდადში კი იერიშების სერიამ დღეს, სულ მცირე, 6 ადამიანის, მათ შორის 4 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG