Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია ერაყში ევროკავშირის


ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია ერაყში ევროკავშირის გრძელვადიანი მიზნების შესახებ.

ევროკომისიამ გაავრცელა ინფორმაცია ერაყში ევროკავშირის გრძელვადიანი მიზნების შესახებ.
როგორც ევროკომისიის პრეს-მდივანმა ემა ადვინმა უთხრა ჩვენს რადიოს, ევროკავშირის მიზნები ითვალისწინებს ერაყში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობას. [ადვინის ხმა] “გვინდა ერაყს დავეხმაროთ, თავად განსაზღვროს თავის ბედ-იღბალი, ააშენოს მდიდარი და სტაბილური სახელმწიფო. ეს ნიშნავს განხეთქილებების დაძლევას, მთელი მოსახლეობისათვის მისაღები სტაბილური მთავრობის შექმნას, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას, ეს ნიშნავს ერაყის ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევას მოსახლეობისათვის საარსებო პირობების შექმნაში, ახალი მთავრობისთვის დახმარების გაწევას, რათა მან უკეთ აკეთოს თავის საქმე, უკეთ მართოს ქვეყანა”. ევროკომისია, რომლის პრეს-მდივანს, ემა ადვინსაც ჩვენი რადიო ესაუბრა, განმარტავს, რომ ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა ერაყში უსაფრთხეობის მხრივ ვითარება გაუმჯობესდეს. ევროკავშირმა წელს 200 მლნ ევრო გამოჰყო ერაყში საქმიანობის დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG