Accessibility links

აღმოსავლეთი ევროპიდან მდიდარ ქვეყნებში ემიგრანტთა რაოდენობა იზრდება


მდიდარ ქვეყნებში ემიგრაცია მკვეთრად გაიზადა, თუმცა შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ასეთ დასკვნამდე მივიდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მიგრანტთა რიცხვი 2004 წელს 15 პროცენტით გაიზარდა. მიგრანტთა რიცხვი განსაკუთრებით იზრდება უკრაინის, რუსეთისა და სამხრეთი ამერიკის წარმომადგენელთა შორის.

როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, მიგრაციის სტატისტიკის დასადგენად დათვლილ იქნა ხანგრძლივი პერიოდის მიგრანტები და არა სტუდენტები, სეზონის მუშები ან არალეგალური მიგრანტები.

მიგრანტთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ფინეთში მათი რიცხვი ერთი მეოთხედით შემცირდა. იგივე სურათია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც თავისი შრომის ბაზრები გახსნა ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის.

მაგრამ ორგანიზაციის ყველა წევრს თუ ავიღებთ, მათში იმიგრანტთა საერთო რიცხვი 15 პროცენტით გაიზარდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჯორჯ ლემეტრის თქმით, ეს ზრდა ნაწილობრივ აიხსნება შეერთებულ შტატებში იმიგრაციის 34 პროცენტით ზრდით.

[ლემეტრის ხმა] "შეერთებულ შტატებში მწვანე ბარათების მფლობელთა რიცხვი იზრდება დროებითი შეფერხების შემდეგ, რაც 11 სექტემბრით იყო გამოწვეული. არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც სერიოზული ზრდა შეინიშნება. მიგრაცია გაიზარდა ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში. ეს ძირითადად ის ქვეყნებია, რომლებიც მუშახელით ძალიან არიან დაინტერესებული."

ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში ზოგიერთ სხვა ტენდენციაზეც მიუთითებს.

მაგალითად, საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვი 1998-დან 2003 წლამდე 45 პროცენტით გაიზარდა.

2004 წელს ერთი მეხუთედით შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა.

სულ უფრო მეტი მიგრანტი ჩადის მდიდარ ქვეყნებში აღმოსავლეთი ევროპიდან და სამხრეთი ამერიკიდან.

ანგარიშის თანახმად, სავარაუდოა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწვერიანებულ მდიდარ ქვეყნებს მომავალში კიდევ უფრო მეტი მუშახელი დასჭირდებათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის დაბერება გახლავთ.
XS
SM
MD
LG