Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალ ყაიდის” სამხედრო ლიდერი, ალ

“ალ ყაიდის” სამხედრო ლიდერი, ალ ზარყავი, გადაურჩა აშშ-ის საჰაერო თავდასხმას და ცოცხალი იყო, როცა იქ ამერიკელი სამხედროები მიმივდნენ. ბაღდადში ბრიფინგზე, აშშ არმიის გენერალ-მაიორმა უილიამ კოლდუელმა თქვა, რომ ერაყის პოლიცია პირველი მივიდა

ადგილზე და ალ ზარყავი საკაცეზე დააწვინა. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროები იქ გვიან მივიდნენ და ამოიცნეს ალ ზარყავი. კოლდუელის თანახმად, ალ ზარყავიმ, როცა ამერიკელები დაინახა დააპირა საკაციდან გადაგორება, თითქოს გაქცევას ფიქრობსო. კოლდუელის თქმით, მან, სწრაფად, რაღაც გაუკვეველი ამოილაპარაკა და გარდაიცვალა. გენერლის თანახმად, ალ ზარყავის ნატყვიარი ტანზე არა ჰქონია.
ბაღდადში გაიტაცეს ერაყის სანავთობო მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთ წამყვანი თანამშრომელი. მის გამტაცებლებთან პოლიციამ ჯერ კონტაქტი ვერ დაამყარა.
დღესვე ერაყის პრემიერმა ალ მალიკიმ ქვეყნის აღდგენის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG