Accessibility links

logo-print

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა, რომ პალესტინელების ტერიტორიაზე,

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, განაცხადა, რომ პალესტინელების ტერიტორიაზე,
ისრაელთან თანამოარსებე სახელმწიფოს ფორმირების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. ამ პერსპექტივას ორგანიზაცია ”ჰამასის” მეთაურობით მოქმედი მთავრობა მწვავედ ეწინააღმდეგება. განცხადებაში, რომელიც აბასმა დღეს გაავრცელა, რეფერენდუმის თარიღად 26 ივლისია დასახელებული. ”ჰამასის” ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანიე მაჰმუდ აბასს შეხვდა და მას იმ ”საფრთხეზე” ესაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება გამოიწვევს. დღესვე ”ჰამასმა” ოფიციალურად დაასრულა შეთანხმება ცეცხლის არგანახლების შესახებ, რომელიც 16 თვის განმავლობაში მოქმედებდა, და ისრაელის მიმართულებით ბომბები ისროლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. ეს თავდასხმა პარასკევს, 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის პასუხი იყო, როდესაც ღაზის სანაპიროზე ისრაელის მხრიდან ნასროლმა ჭურვმა 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შეიწირა.
XS
SM
MD
LG