Accessibility links

მსოფლიოს ყველაზე ინდუსტრიალიზებული ქვეყნების ფინანსთა


მსოფლიოს ყველაზე ინდუსტრიალიზებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა

მსოფლიოს ყველაზე ინდუსტრიალიზებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა
გამოთქვეს ვარაუდი, რომ ნავთობზე მაღალი ფასების, და ინფლაციის საშიშროების მიუხედავად, მიმდინარე წელი ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას მოიტანს. დიდი რვიანის წარმომადგენლებმა შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გამართეს. განცხადებაში, რომელიც მათ შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ ეკონომიკური ზრდა ჯანსაღად მიმდინარეობს, და სულ უფრო ფართომასშტაბური ხდება - იმის მიუხედავად, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 70 ამერიკულ დოლარს უტოლდება. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა, პრესისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა: [კუდრინის ხმა]: ”ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკის და ფინანსების უმნიშვნელოვანესი საკითხები განვიხილეთ. უწინარესად, ეკონომიკური, და ფინანსური პოლიტიკის იმ ზომებზე ვიმსჯელეთ, რომელთა გატარებაც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის არის საჭირო”.
მინისტრებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ფრინველის გრიპის პანდემიის პრევენციისთვის ერთად იმუშავებენ, და გულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ზომებს გაამკაცრებენ.
XS
SM
MD
LG