Accessibility links

logo-print

ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ერაყში მოქმედმა


ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ერაყში მოქმედმა ჯგუფმა ინტერნეტით გამოაქვეყნა მუქარა,

ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" ერაყში მოქმედმა ჯგუფმა ინტერნეტით გამოაქვეყნა მუქარა,
რომ მისი ლიდერის, აბუ მუსა ალ-ზარყავის მკვლელობის შემდეგ ფართო მასშტაბიან ოპერაციებს განახორციელებს "მტრის წინააღმდეგ". ჯგუფის ინფორმაციით, მისმა მმართველმა გუნდმა შეხვედრა გამართა ოთხშაბათს, ზარყავის მკლელობის შემდეგ სტრატეგიაზე მოსალაპარაკებლად და ოსამა ბინ-ლადენისადმი ერთგულების დასადასტურებლად. ზარყავი ერაყში ოსამა ბინ- ლადენის მოადგილედ იყო გამოცხადებული. დღესვე, უფრო ადრე, ირანმა გამოთქვა კმაყოფილება ზარყავის სიკვდილის გამო, მაგრამ ირანმავე უარყო ცნობა, თითქოს აშშ-თან გაცვალა სადაზვერვო ინფორმაცია ზარყავის მოკვლამდე.
XS
SM
MD
LG