Accessibility links

ისრაელის ჯარებმა ორი საჰაერო ოპერაცია


ისრაელის ჯარებმა ორი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, მოკლეს ორი ექსტრემისტი,

ისრაელის ჯარებმა ორი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, მოკლეს ორი ექსტრემისტი,
დაჭრეს რამდენიმე ადამიანი. პირველი საჰაერო დარტყმა მოეწყო ჩრდილოეთ ღაზის სექტორში, იქ მოკლეს ორი პალესტინელი ექსტრემისტი, დაჭრეს სამი. ისრაელის არმიის განმარტებით, მან იერიში წამოიწყო იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომელთაც ისრაელისთვის რაკეტების დაშენის გეგმა ჰქონდათ. მანამდე სამხრეთ ღაზის სექტორიდან მეამბოხეებმა 10-მდე რაკეტა ესროლეს ისრაელს, დაჭრეს ერთი მამაკაცი. ისრაელის ჯარების მეორე იერიშისას გაანადგურეს პალესტინელის ავტომანქანა - მასში მჯდომმა ექსტრემისტებმა მანამდე გაქცევა მოახერხეს. წუხელ პალესტინელების მთავრობამ პირობა დადო, რომ წინააღმდეგობას გაუწევს რეფერენდუმს პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხზე, რომლის გამართვასაც პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოითხოვს. მან გუშინ გასცა ბრძანებულება, რეფერენდუმის 26 ივნისს გამართვის შესახებ. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და პრემიერ-მინისტრი ისმაილ ჰანია, რომელიც "ჰამასის" წარმომადგენელია, ამ საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG