Accessibility links

logo-print

წეთელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით


წეთელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, იგი გუანტანამოში თავის წარმომადენლებს აგზავნის

წეთელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, იგი გუანტანამოში თავის წარმომადენლებს აგზავნის
მას მერე, რაც იქ სამმა პატიმარმა მოიკლა თავი. წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ანტონელა ნოტარიმ თქვა, რომ კომიტეტის გუნდი გუანტანამოს უახლოეს დღეებში ესტუმრება. “არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ რეგულარულად ჩავდივართ გუანტანამოში, და იქ პატიმრებს ველაპარაკებით. მაგრამ ეს ვიზიტი, რასაკვირველია, დააჩქარა ცნობამ გუანტანამოში სამი პატიმრის თვითმკვლელობის შესახებ”. ნოტარის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები არ გამოიძიებენ თვითმკვლელობის გარემოებებს, მაგრამ ისინი ინციდენტის დეტალებზე გამართავენ საუბრებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადენელმა შონ მაკკორმაკმა თქვა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად არის შეშფოთებული საუდის არაბეთის ორი მოქალაქისა და ერთი იემენელის თვითმკვლელობის გამო. მათ შაბათს ჩამოიხრჩვეს თავი.
XS
SM
MD
LG