Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა"


ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,

ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩმა" შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,
ბოლო მოუღონ ოპოზიციის დევნას, ამის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით გამართლებით. ამ მოწოდებით "ჰიუმან რაითს უოჩი" გამოვიდა, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ხვალისთვის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ირანს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, ახლა კი სრულუფლებიან წევრად მიღებას ითხოვს. "ჰიუმან რაითს უოჩი" ამ გაერთიანების წევრებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი კონტრტერორისტულ ზომებს მიმართავენ რელიგიური დისიდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების შესავიწროვებლად. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიზნები უშიშროების სფეროში სამ საფრთხეს უკავშირდება - ესენია ტერორიზმი, ექსტრემიზმი, სპარატიზმი.
XS
SM
MD
LG