Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, პეტერ სემნებიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა,

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, პეტერ სემნებიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა,
რომ რამდენიმე თვეში მოაწერენ ხელს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ევროკავშირის "სამეზობლო პოლიტიკის" სამოქმედო გეგმებს. სემნების განმარტებით, საქართველოსთან რამდენიმე მცირე საკითხი დარჩა გასარკვევი, სომხეთთან მოლაპარაკებამაც წინ წაიწია, მაშინ როცა აზერბაიჯანთან მოლაპარაკება უფრო რთული ჩანს. ევროკვაშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ხავიერ სოლანამ კი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან მოლაპარაკების შემდეგ პირველად მიანიშნა, რომ შესაძლებელია მოლაპარაკებების სხვადასხვა ტემპით წარმართვა. [სოლანას ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ ამ სამ ქვეყანასთან რაც შეიძლება ახლოს ვითანამშრომლოთ და რაც შეიძლება ერთიანად მივუდგეთ მათ. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სამეზობლო პოლიტიკა შეიცავს ელემენტს, რომელიც თავისთავად არის მნიშვნელოვანი და რომელიც ყოველი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმის სპეციფიკურად შემუშავებას ითვალისწინებს. ქვეყნები განსხვავდებიან. ყველა ქვეყანა ერთი და იმავე ტემპით არ ვითარდება, მაგრამ რასაკვირველია, თუ შეიძლება პროცესის ერთიანად წარმართავა, ეს ყველაფერს აჯობებს. მაგრამ ერთი ქვეყნის ტემპი თუ შენელდება, ეს სხვებზე გავლენას არ იქონიებს”.
XS
SM
MD
LG