Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, დღეს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, დღეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა,

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, დღეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა,
წინააღმდეგობა გაუწიონ საერთაშორისო პოლიტიკაში მოქმედ ”დესპოტურ ძალებს”. [აჰმადინეჟადის ხმა]: ”კულტურულ, პოლიტიკურ, და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ რეგიონში დაამყარებს სიმშვიდეს და მშვიდობას, დიდ როლს შეასრულებს მსოფლიოში სტაბილურობის დამყარებაში, და ორგანიზაციის რეგიონულ და გლობალურ მნიშვნელობას გაზრდის. ამავე დროს, ამგვარი თანამშრომლობა დესპოტური ძალების მხრიდან მუქარას, და სხვების საქმეებში ჩარევასაც შეუშლის ხელს”. სამიტში მონაწილეობას ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერები იღებენ. ირანის, ავღანეთის, მონღოლეთის, ინდოეთის და პაკისტანის წარმომადგენლები კი შეხვედრას დამკვირვებლების და სტუმრების სტატუსით ესწრებიან.
XS
SM
MD
LG