Accessibility links

ერაყში მყოფი შეერთებული შტატების სამხედრო


ერაყში მყოფი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ცნობით, ერაყში მოქმედი ალ-ყაიდის ფრთის

ერაყში მყოფი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ცნობით, ერაყში მოქმედი ალ-ყაიდის ფრთის
ახალი ლიდერის ნამდვილი სახელი აბუ აიუბ ალ-მასრია. ის წარმოშობით ეგვიპტელია, და წვრთნა ავღანეთში გაიარა. თავად ალ-ყაიდა კი გასულ კვირაში მოკლული აბუ მუსაბ ალ-ზარყავის შემცვლელად სხვა სახელს - აბუ ჰამზა ალ-მუჰაჯირს - ასახელებს. თუმცა შეერთებული შტატების გენერალ-მაიორის, უილიამ ქოლდუელის ინფორმაცით, ალ-მუჰაჯირის სახელით ალ-მასრი მოქმედებს. ერაყელი ოფიციალური პირები ალ-ზარყავის სიკვდილს ერაყში ალ-ყაიდის ოპერაციების ”დასასრულის დასაწყისს” უწოდებენ.
XS
SM
MD
LG