Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამხრეთში ძალადობის შემთხვევების ინტენსიფიკაციის


ავღანეთის სამხრეთში ძალადობის შემთხვევების ინტენსიფიკაციის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი,

ავღანეთის სამხრეთში ძალადობის შემთხვევების ინტენსიფიკაციის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი,
იაპ დე ჰოპ სხეფერი, აცხადებს, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, თალიბ მეამბოხეებს, ნარკოდილერებს, და საველე მეთაურებს მკაცრად უნდა გაუსწორდნენ. დე ჰოპ სხეფერმა ეს განცხადება ოტავაში, კანადის პრემიერ მინისტრ სტივენ ჰარპერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ავღანეთის სამხრეთ-დასავლეთის კონტროლი უახლოეს მომავალში ნატოს მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებმა უნდა ჩაიბაროს. დღეს ავღანეთის სამხრეთში, ავტობუსში ბომბი აფეთქდა, რასაც შვიდი ავღანელი მუშის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG