Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ლიდერებმა 2008 წლისთვის


ევროპის კავშირის ლიდერებმა 2008 წლისთვის გადადეს ევროკავშირის კონსტიტუციის ბედის საკითხი.

ევროპის კავშირის ლიდერებმა 2008 წლისთვის გადადეს ევროკავშირის კონსტიტუციის ბედის საკითხი.
ამის შესახებ დღეს ოფიციალურად გამოცხადდა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა თქვა. "ჩვენ საკითხი ღიად დავტოვეთ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპა თავის კანონებს შეცვლის, ვინაიდან ვიქეცით არა 15, არამედ 25 სახელმწიფოს კავშირად, შემდეგ კი 27 ვიქნებით. და როცა ახალი წევრები შემოგვიერთდებიან (შეიძლება ბალკანეთის ქვეყნები) ევროპას ახალი წესები დასჭირდება. როგორი იქნება ეს წესები, ვფიქრობ, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად დარჩება." გარდა ამისა ევროკავშირმა დღეს მხარი დაუჭირა თავის რიგებში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღებას მომავალ წელს, თუკი ისინი დააჩქარებენ რეფორმებს.

XS
SM
MD
LG