Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით


ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, ზომები, რომლებიც მიმართულია

ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, ზომები, რომლებიც მიმართულია
ირანის დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა, "წინ გადადგმული ნაბიჯია". ეს განცხადება მან დღეს გააკეთა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ”ამ პაკეტს მთლიანობაში წინ გადადმგულ ნაბიჯად მივიჩნევთ. მე ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ყურადღებით განიხილონ ის. ღვთის ნებით, ჩვენ, ჩვენს მოსაზრებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ინეტერესების ჩარჩოებში გამოვხატავთ”. ირანის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა სათანადო ვადებში გასცემს პასუხს ამ შეთავაზებას. ინიციატივების პაკეტს მხარს უჭერენ რუსეთი, ჩინეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმა გააკრიტიკა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია მის სამიტზე აჰმადინეჟადის დამკვირვებლად მიწვევისთვის.

XS
SM
MD
LG