Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ახალი ამბების სააგენტოს,


იაპონიის ახალი ამბების სააგენტოს, ”კუოდოს”, ცნობით, ჩრდილოეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლები

იაპონიის ახალი ამბების სააგენტოს, ”კუოდოს”, ცნობით, ჩრდილოეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლები
უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქვეყანა რაკეტის გამოცდას გეგმავს. სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენელმა სამხრეთი კორეის პარლამენტის ერთ-ერთ წევრს სეულში განუცხადა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტის გამოცდის შესახებ ცნობა უსაფუძვლოა. ამ ინფორმაციის გადამოწმება არ მოხერხდა. ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ამ ცნობის გავრცელებამდე, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდეს, არ განახორციელოს შორი მანძილის რაკეტის გამოცდის გეგმა.
იაპორიაში შეერთებული შტატების ელჩის, ტომას შიფერის თქმით, ეს გამოცდა ”მძიმე და პროვოკაციული” აქტი იქნება. ეს განცხადება ელჩმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო ასოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
XS
SM
MD
LG