Accessibility links

logo-print

იაპონია დაუყოვნებლივ მიმართავს გაეროს უშიშროების


იაპონია დაუყოვნებლივ მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს,

იაპონია დაუყოვნებლივ მიმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს,
თუკი ჩრდილო კორეა გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდას მოაწყობს. ამის თაობაზე განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო ასომ. ტოკიოში შეერთებული შტატების ელჩმა ტომას შიფერმა, რომელსაც შეხვდა ტარო ასო, თქვა: "იმედი გვაქვს, ჩრდილო კორეა არ განახორციელებს ამ პროვოკაციას. იმედი გვაქვს, რომ იგი დაუბრუნდება ექვსმხრივ მოლაპარაკებებს. ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შეიძლება იყოს პროდუქტიული. ჩრდილო კორეის რაკეტის გაშვება კი კარგს არაფერს მოიტანს. ეს კიდევ უფრო მოახდენდა დანარჩენი მსოფლიოსგან ჩრდილო კორეის იზოლაციას." საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჩრდილო კორეის რაკეტის გაშვება, რომელსაც შეერთებული შტატების ტერიტორიის მიღწევა შეუძლია, დღეისთვის იყო დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG