Accessibility links

ირანი სავსებით სერიოზულად მოუკიდა


ირანი სავსებით სერიოზულად მოუკიდა საერთაშორისო თანამეგობრობის ახალ წინადადებებს

ირანი სავსებით სერიოზულად მოუკიდა საერთაშორისო თანამეგობრობის ახალ წინადადებებს
მისი ბირთვული პრორგამის გარშემო კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით - მიაჩნია გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანს. ანანმა იმედი გამოთქვა, რომ თეირანი არ დააყოვნებს ამ წინადადებებზე პასუხს. დღესვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ შექმნილია დადებითი ატმოსფერო, რაც ხელს შეუწყობს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოგვარებას. მაგრამ ირანის ტელევიზიით გამოსვლისას მას არ უხსენებია, როდის უპასუხებს ირანი წინადადებებს, რომლებიც წამოაყენა მსოფლიო თანამეგობრობამ თეირანის დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. მოტაკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმებისთვის საჭირო იქნება მოლაპარაკებების გამართვა, ერთი მხრივ, ირანსა და, მეორე მხრივ, წინადადებების ავტორებს - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას - შორის.
XS
SM
MD
LG