Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიხირო კოიძუმიმ სამშაბათს


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიხირო კოიძუმიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ დაგეგმილია ერაყიდან იაპონიის ჯარების გაყვანა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიხირო კოიძუმიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ დაგეგმილია ერაყიდან იაპონიის ჯარების გაყვანა.
იაპონიის უშიშროების საბჭომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ერაყში იაპონიის სამხედრო მისია შესრულებულია. პრემიერ-მინისტრის თქმით, იაპონია კვლავაც დაეხმარება ერაყს აღდგენაში. "ერაყიდან ჩვენი ჯარების გასვლის შემდეგაც შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ ერაყის დახმარებას ერაყის მთავრობასთან, შეერთებულ შტატებთან და გაეროსთან თანამშრომლობით," თქვა კოიძუმიმ. იაპონიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ქამილ ალ-მალიქის გუშინდელი განცხადება, რომ ერაყის ჯარები უშიშროების ოპერაციებს გადაიბარებენ რეგიონებში, სადაც იაპონიის ჯარებია განთავსებული. 2004 წლიდან მოყოლებული იაპონიამ ერაყში 600-მდე ჯარისკაცი გააგზავნა.
XS
SM
MD
LG