Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიის გენერალ რაჰმატულა რაუფის


ავღანეთის არმიის გენერალ რაჰმატულა რაუფის განცხადებით,

ავღანეთის არმიის გენერალ რაჰმატულა რაუფის განცხადებით,
კოალიციის ჯარებმა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს 20 თალიბი მებრძოლი. ოფიციალური ინფორმაციით, შეტაკება სამშაბათს ღამით მოხდა. სამხრეთიდან ბოლოხანს ყველაზე უფრო მასშტაბურ შეტაკებათა შესახებ იუწყებიან 5 წლის წინ თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. დღეს ყანდაარის პროვინციაში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიჭრა 4 კანადელი ჯარისკაცი. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკელ პოლკოვნიკ ტომ კოლინსის განცხადებით, კოალიციის ჯარისკაცებმა შეცდომით ესროლეს ავღანური პოლიციის მანქანას, რომელსაც პოლიციის ნიშანი არ ჰქონდა, მოკლეს სამი და დაჭრეს ასევე სამი ავღანელი პოლიციელი. მისივე თქმით, კოალიცია სინანულს გამოთქვამს ამ, გუშინდელი ინციდენტის გამო.
XS
SM
MD
LG