Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტზე პრეზიდენტი ჯორჯ


ვენაში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტზე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეეხო გუანტანამოს წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას.

ვენაში, ამერიკა-ევროკავშირის სამიტზე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეეხო გუანტანამოს წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის გასაგებია საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება კუბაში, გუანტანამოს ბაზაზე განთავსებული ამერიკული საპატიმროს გამო და სურს ამ საპატიმროს დახურვა. ბუშმა აღნიშნა ასევე, რომ მიზანშეწონილად მიიჩვნეს პატიმრების სამშობლოში გაშვებას, თუმცა ზოგი მათგანია, ბუშის თქმით, "ცივსისხლიანი მკვლელი", რომელიც მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს. სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირებასაც, აგრეთვე გამოთქვა რწმენა, რომ ერაყის ახალი მთავრობა წარმატებით იმუშავებს. ვენიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ ასობით სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა ბუშის ვიზიტის საწინააღმდეგო საპროტესტო სვლაში.
XS
SM
MD
LG