Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა


საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილს.

საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილს.
დეპუტატის სტატუსისთვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ დასკვნის საფუძველზე პარლამენტარებმა დადასტურებულად ჩათვალეს ის, რომ უმრავლესობის წევრი ბადრი ნანეტაშვილი არღვევს კანონს დეპუტატის სტატუსის შესახებ და გორის რეგიონულ ტელევიზია "თრიალეთის" სახით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რაც დაუშვებელია. დეპუტატის საქმიანობით პარლამენტი ორი კვირის წინ დაინტერესდა. პარლამენტში სახალხო დამცველის აპარატიდან შევიდა წერილი, რომელშიც "თრიალეთის" ჟურნალისტების ნაწილი ბადრი ნანეტაშვილს ტელევიზიის საქმიანობაში უხეშად ჩარევაში ადანაშაულებდა და მას ფინანსურ მაქინაციებში ამხელდა.
XS
SM
MD
LG