Accessibility links

logo-print

უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის მოკავშირე სამმა


უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის მოკავშირე სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მმართველი კოალიციის შექმნის მიზნით შეთანხმებას მოაწერა ხელი.

უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის მოკავშირე სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მმართველი კოალიციის შექმნის მიზნით შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ გააკეთა: [ტიმოშენკოს ხმა]: ”მაქვს პატივი გაცნობოთ ამბავი, რომელსაც მთელი ქვეყანა, სამწუხაროდ, სამი თვის განმავლობაში ელოდა. მსურს გაცნობოთ, რომ ამ წუთიდან დემოკრატიული ძალების კოალიციამ დაიწყო არსებობა - რომელიც ”ჩვენს უკრაინას”, იულია ტიმოშენკოს ბლოკს, და სოციალისტურ პარტიას აერთიანებს”. შეთანხმების გაფორმებას წინ სამი თვის მანძილზე წარმოებული დაძაბული მოლაპარაკებები უძღვოდა. ახალი შეთანხმების მიხედვით, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ეს პოსტი მას უკვე ეკავა, თუმცა გასულ წელს ის ამ თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG