Accessibility links

უნგრეთში 1956 წელს კომუნისტების წინააღმდეგ


უნგრეთში 1956 წელს კომუნისტების წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების იუბილეს აღნიშნავენ.

უნგრეთში 1956 წელს კომუნისტების წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების იუბილეს აღნიშნავენ.
ღონისძიებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, ესწრება. სიტყვაში რომელიც ბუშმა ბუდაპეშტში წარმოთქვა, მან განაცხადა, რომ საბჭოთა რეპრესიებმა 1956 წლის აჯანყება ჩაახშო - მაგრამ უნგრელი ხალხის თავისუფლების წყურვილს ვერ მოერია. უნგრეთის პრეზიდენტმა, ლასლო შოლიომმა ჯორჯ ბუშთან საუბარში 1956 წლის აჯანყებას უნივერსალური ფასეულობებისთვის ბრძოლა უწოდა: [შოლიომის ხმა]: ”ჩვენ საერთო ფასეულობები გვაქვს. მათ გამო იბრძოდა უნგრელი ხალხი, და უნგრეთი, 1956 წელს - თავისუფლება, დემორკატია, ეროვნული თვითგამორკვევა, ადამიანის უფლებები”.
1956 წლის აჯანყება საბჭოთა კავშირმა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო.
XS
SM
MD
LG