Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომი ვერ მოხვდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატთა შროის


საქართველოს სპორტის მოყვარულთა იმედი, რომ ბორჯომი ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატთა შორის აღმოჩნდებოდა, არ გამართლდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა, ლოზანაში გამართული თათბირის შემდეგ, ის სამი ქალაქი დაასახელა, რომლებსაც ამიერიდან - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე - თამაშების მასპინძლობის ოფიციალურ კანდიდატებად მოვიხსენიებთ:
[ჟაკ როგის ხმა]
მაშ ასე, რუსეთის სოჭი, ავსტრიის ზალცბურგი და სამხრეთი კორეის პიენჩანი. კანდიდატთა რიცხვს - ბორჯომის გარდა - გამოეთიშნენ ბულგარეთის სოფია, ყაზახეთის ალმა-ათა და ესპანეთის ხაკა. ამ ქალაქებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და გაამხნევა კიდეც:
"მადლობას მოვახსენებთ აპლიკანტ ქალაქებს ხაკას, ალმა-ათას, სოფიასა და ბორჯომს გაწეული შრომისა და ენთუზიაზმისთვის. მოვუწოდებთ მათ, არ შეანელონ ძალისხმევა, რათა მომავალში ისინი კვლავ ვიხილოთ თამაშების ჩატარების მოსურნეთა შორის."

იხ. აუდიოვერსია.
XS
SM
MD
LG