Accessibility links

logo-print

გერმანიამ განაცხადა, რომ ირანმა უნდა


გერმანიამ განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, თუკი სურს მოლაპარაკება ექვს

გერმანიამ განაცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, თუკი სურს მოლაპარაკება ექვს
სახელმწიფოსთან, მათ მიერ შეთავაზებული წინადადების თაობაზე, რასაც ირანის ბირთვული კრიზისის მოგვარება უნდა მოჰყვეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა თავის ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომ ირანმა გამდიდრება ძალიან სწრაფად უნდა შეწყვიტოს. მაგრამ მანუჩერ მოტაკიმ გაიმეორა თავისი ქვეყნის პოზიცია, რომ მოლაპარაკება სურს წინაპირობის გარეშე
(მოტაკის ხმა) “ჩვენ გვსურს მოლაპარაკება, მაგრამ წინაპირობების გარეშე. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანმაეგობრობამ ეს გაიგოს”.
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ ირანს შესთავაზეს წამახალისებელი წინადადება. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ლამობს, თუმცა ამას თეირანი უარყოფს. მოტაკიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობა განაგრძობს წინადადების განხილვას, ის დადებით პუნქტებსაც შეიცავს, თქვა მან.
XS
SM
MD
LG