Accessibility links

რუსეთს ჯერ არ დაუდასტურება


რუსეთს ჯერ არ დაუდასტურება ცნობა, რომ ერაყში მოკლეს მისი საელჩოს 4 თანამშრომელი.

რუსეთს ჯერ არ დაუდასტურება ცნობა, რომ ერაყში მოკლეს მისი საელჩოს 4 თანამშრომელი.
საგარეო უწყების პრეს-მდივან მიხაილ კამინინის განცხადებით, სამინისტრო და ერაყში რუსეთის საელჩო ყველა ზომას მიმართავენ და განაგრძობენ მუშაობას ამ ინფორმაციის შესამოწმებლად. დღეს გავრცელდა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის განცხადება, რომ მოკლა ოთხივე რუსი მძევალი და ვებსაიტზე გამოაქვეყნა მათი მოკვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. გამტაცებლებმა ოთხშაბათს გაავრცელეს ცნობა, რომ ოთხივეს სიკვდილით დასჯიან, რადგან მოსკოვმა არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა (48-საათიანი ულტიმატუმი), ჩეჩნეთიდან ჯარების გაყვანის და რუსეთის ციხეებიდან მუსლიმანი პატიმრების გათავისუფლების შესახებ. საელჩოს ოთხი მუშაკი გაიტაცეს 3 ივნისს - თავდასხმისას, რომლის დროსაც კიდევ ერთი რუსი მოკლეს.
XS
SM
MD
LG