Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ქამილ ალ-მალიკიმ


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ქამილ ალ-მალიკიმ პარლამენტს წარუდგინა ეროვნული შერიგების გეგმა,

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ქამილ ალ-მალიკიმ პარლამენტს წარუდგინა ეროვნული შერიგების გეგმა,
რომლის მიზანია რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობისთვის, აგრეთვე ამბოხებისთვის ბოლოს მოღება და, შესაბამისად, ქვეყანაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხელისშემშლელი ფაქტორების მოცილება. გეგმა შეიცავს მოწოდებას მეამბოხეების ამნისტიისაკენ და ერაყში აღმშენებლობისაკენ მიმართულ ძალისხმევაში მათი ჩართვისაკენ. მალიკის თქმით, ის მეამბოხეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე, ხოლო ვინც არ იტყვის უარს მკვლელობასა და ტერაქტებზე, მას კანონის ძალა დაუპირისპირდება. იქვე მალიკიმ დასძინა, რომ ამნისტია არ შეეხება იმათ, ვისაც უკვე ჩადენილი აქვს მკვლელობა, ან ტერაქტი.
XS
SM
MD
LG