Accessibility links

logo-print

დღეს ჩვენს ყოველკვირეულ კულტურულ მიმოხილვაში


დღეს ჩვენს ყოველკვირეულ კულტურულ მიმოხილვაში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრის მოსკოვურ გასტროლებს გავიხსენებთ. ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია, რომელიც კინომსახიობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა, მიიჩნევს, რომ თუმანიშვილელთა წარმატება ქართული კულტურული ცხოვრების თვალსაჩინო მოვლენაა, მაგრამ ამ გასტროლებს პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს

სამი წარმატებული სპექტაკლი და წარმატებული გასტროლები – ასე აფასებს რუსული პრესა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრის მოსკოვურ ტურნეს, რომელიც ივნისის დასაწყისში მოსსოვეტის თეატრში გაიმართა. Kკინომსახიობის თეატრის დასმა მოსკოვში წარმოადგინა დარიო ფოს “თავისუფალი წყვილი” (რეჟისორი ქეთი დოლიძე), მიხაილ მარმარისნოსის “ეროვნული ჰიმნი” და ჩეხოვის “ალუბლის ბაღი” – სპექტაკლი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია თბილისში

პრინციპში თბილისში დისკუსია თუმნაიშვილელთა სამივე წარმოდგენას მოჰყვა. Aამიტომ პირდაპირ უნდა ითქვას – ეს იყო სარისკო გასტროლები; სარისკო რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სარისკო რეპერტუარის მხრივ – როცა საქართველოსა და ქართველების მიმართ აკვიატებული აზრები მკვიდრდება, სარისკო იყო, აბა რა, ისეთი სპექტაკლის თამაში, როგორიც მარმარინოსის “ეროვნული ჰიმნია” – სპექტაკლისა, რომელშიც საქართველოს უახლეს ისტორიას და ამ ისტორიაში რუსეთის როლს გვახსენებენ, მით უფრო სარისკო იყო ოთსაათიანი “ალუბლის ბაღის” წარმოდგენა. Gგაზეთ “კულტურას” მიმომხილველის ინა ბეზირგანოვას თქმით, მარგველაშვილმა ჩეხოვის პიესის “წყალქვეშა დინება” გამოხატა, უარი თქვა დრამატურგის მიერ ჩაფიქრებულ “ნაზ და ფაქიზ ინტრიგაზე”.. მარგველაშვილის წარმოდგენაში ალუბლის ბაღის მოსალოდნელი გაყიდვა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ჩეხოვთან.. ეს მართლაც ასეა, მაგრამ აიტანდა კი ამგვარ ინტერპრეტაციას მოსკოველი მაყურებელი? Gგიორგი მარგველაშვილის თქმით, იგი ელოდა თეატრის მოყვარულთა კეთილგანწყობას, მაგრამ ეშინოდა, რომ ასეთ “ალუბლის ბაღს” პუბლიკა ბოლომდე ვერ გაიგებდა – თუმანიშვილელთა წარმოდგენა ხომ პირველ რიგში თბილისელი მაყურებლისთვის იყო განსაზღვრული

[გიორგი მარგველაშვილის ხმა]22.4.40 “იმდენჯერ არის დადგმული, იმდენი ვარიანტია გაკეთებული (და არა მარტო რუსულ სპექტაკლებში – ჩეხოვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამატურგია ევროპაშიც, ამერიკაშიც, ის ზალიან ხშირად იდგმება, ამიტომ ინტერპრეტაციები “ალუბლის ბაღის” უამრავია – რა თქმა უნდა ვღელავდი, მაინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ ჩვენებურ ვარიანტს, რადგან მე მაინც დავდგი სპექტაკლი იმაზე, რაც საქართველოში ხდება, შევეცადე დამედგა სპექტაკლი ჩვენზე, ქართველებზე, ჩეხოვის პიესის მიხედვით, მაგრამ ჩვენზე. Bერთი რამ მათვის ძალიან მათი აღმოჩნდა… აქცენტი კეთდებოდა ლაპახინის პერსონაჟის ინტერპრეტაციაზე – იმ ხაზზე, რომელზედაც აგებულია მისი გმირის მოქმედება სპექტაკლში”

გიორგი მარგველაშვილის თქმით გასტროლები მოსკოვში, სადაც დღეს თეატრის ნამდვილი ბუმია, მსახიობებმა ისეთივე პასუხისმგებლობით აღიქვეს, როგორც პირველი საპრემიერო სპექტაკლი თბილისში. თუმცა ფაქტია, რომ “ალუბლის ბაღი” მსახიობებს უკვე გათავისებული ჰქონდათ, ამიტომ უფრო თამამად მიმართავდნენ იმპროვიზაციას.. თუმცა გიორგი მარგველაშვილის თქმით, “მოცემული ჩონჩხიდან არ გამოსულან”. Yყველაზე სასიხარულო ისაა, რომ თუმანიშვილელთა წარმოდგენებში არ ასახულა დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. Mსახიობებმა, პუბლიკამ, შემდეგ კი ჟურნალისტებმა, თეატრის კრიტიკოსებმა ეს დაძაბული ფონი უბრალოდ დაივიწყეს. Aარა და ეს ფონი ხომ მართლა არსებობდა?

L
[გიორგი მარგველაშვილის ხმა]2.6.10 “ამ გასტროლს გარკვეულ ფონად გაჰყვა ეს დაძაბულობა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ მიგვიწვია მოსკოვის მთავრობამ, მოსკოვის ხელისუფლებამ – მოსკოვის მერიის კულტურის სამსახურმა და მოსკოვის ნაწილი გასტროლების მთლიანად იყო მათი დაფინანსებული, გასტროლების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს ზურაბ წერეთელმა, ბესარიონ ხვინდელიანმა, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაციამ “რუსული კლუბი”

თავისთავად ბევრს ნიშნავს, რომ ქართულ თეატრს მოსკოვში ქალაქის ხელისუფლება პატიჟებს – დავაკონკრეტოთ “ლუჟკოვის ხელისუფლება”.. თუმცა “ნოვიე იზვესტიას” თეატრალური მიმომხილველი სინანულს მაინც გამოხატავს – მისი აზრით მშვენიერი თეატრის მშვენიერ სპექტაკლებს რეკლამა თითქმის არ ჰქონდა, რის გამოც მსახიობებს ნახევრადცარიელ დარბაზში მოუწიათ თამაში. რეკლამა არ იყო იმიტომ, რომ გასტროლების ჩატარება მოულოდნელად გადაწყდა და ორგანიზატორებს უბრალოდ არ ჰქონდათ დრო რეკლამისთვის, თუ აქაც დაძაბულმა პოლიტიკურმა ფონმა ითამაშა როლი – ანტიქართულმა განწყობილებამ თავად ხალხში? Gგიორგი მარგველაშვილი გვარწმუნებს, რომ ასეთი განწყობილება რუს ახალგაზრდებში არ შეიმჩნევა – მათ უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა, საშუალო თაობა კი, ის ხალხი, ვინც ხვალ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში განსხვავებულად აღიქვამს საქართველოს და ქართველებს, ვიდრე უფროსი თაობა, რომელსაც საქართველოს მიმართ ისევ ნოსტალგიურ-სენტიმენტალური გრძნობები აქვს


[გიორგი მარგველაშვილის ხმა]22.7.45შეხვედრები მქონდა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მკვეთრია განსხვავება დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ, ამ პოლიტიკური დაპირისპირების მიმართ თაობებს შორის. Uუფროსი თაობა, რომელსაც ახსოვს საბჭოთა კავშირი და აქვს გარკვეული წარსული ამ ურთიერთობის, ამბობს, რომ დიახაც საქართველო უნდა იყოს რუსეთის გავლენის ქვეშ, საშუალო თაობა ბევრად უფრო ზომიერია...ესაა თაობა, რომელსაც არანაირი ემოციური კავშირი საქართველოსთან არა აქვს”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრის ხელმძღვანელი მოსკოვური გასტროლების შემდეგ იმედიანად უყურებს რუსეთ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებს. ჩვენთან საუბარშუ თავისი ზოგიერთი ქართველი და რუსი კოლეგისგან განსხვავებით, გიორგი მარგველაშვილი არ მიმართავს უკვე კარგად ნაცნობ კლიშეს – ჩვენს კულტურებს უამრავი რამ აქვს საერთო და მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პირველ რიგში კულტურის მუშაკებმა უნდა მოაგვარონ,,, არა, თუმანიშვილის თეატრის სამხატვროი ხელმძღვანელს არა იმდენად კულტურის მუშაკების, რამდენადაც ახალი თაობების იმედი აქვს – როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში.


[გიორგი მარგველაშვილის ხმა] ...9.07 ეს არის თაობა, რომლის დიდმა ნაწილმა საზღვარგარეთ მიიღო განათლება – ისინი ბევრად უფრო რაციონალურად, უფრო პრაგმატულად უყურებენ ამ ურთიერთობებს – ამბობენ, რომ უნდა ვიყოთ ცალკ-ცალკე სახელმწიფო და ვივაჭროთ, როგორც ორმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ...22.10.00 ამ თაობასთან საუბრის დროს ხშირად მესმოდა – ეხლა აპირებენ ბელორუსიასთან შეერთებასო, რად გვინდაო, რატომ უნდა ავიკიდოთო…ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ასე მგონია – დროთა განმავლობაში ის თაობა, რომელსაც აქვს საბჭოთა წარსულის შლეიფი, ის თაობა მთლიანად წავა სახელისუფლო ეშელონებიდან, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა განსახვავებულ პრინციპებზე დაიწყებს აგებას”
XS
SM
MD
LG