Accessibility links

logo-print

მძევლად აყვანილი ისრაელი ჯარისკაცი საიდუმლო


მძევლად აყვანილი ისრაელი ჯარისკაცი საიდუმლო ადგილას იმყოფება და ისრაელს მასზე

მძევლად აყვანილი ისრაელი ჯარისკაცი საიდუმლო ადგილას იმყოფება და ისრაელს მასზე
ხელი არ მიუწვდება - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს პალესტინელთა დაჯგუფების - "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების" - წარმომადგენელმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა უარით უპასუხა ექსტრემისტთა წინადადებას, ჯარისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ ციხიდან გამოუშვას პალესტინელი პატიმრები. [ეჰუდ ოლმერტის ხმა] "ეს მოლაპარაკების თემა არ არის, არ არის ამა თუ იმ შეთანხმების საგანი. ეს ელემენტარული საერთაშორისო პრინციპების შესრულების საკითხია. ვისაც სურს, საერთაშორისო თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილი იყოს, არ შეიძლება ამ პრინციპებს უგულებელყოფდეს. პატიმრების გათავისუფლების საკითხს ისრაელის მთავრობა არ განიხილავს." ღაზის სექტორის საზღვართან ისრაელის არმიის დამატებითი შენაერთები გადაისროლეს. პრემიერ-მინისტრმა სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. კვირას პალესტინელი მეამბოხეები თავს დაეხსნენ ისრაელის საგუშაგოს. ორი ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო მესამე ტყვედ აიყვანეს.
XS
SM
MD
LG