Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერაყში მოკლული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერაყში მოკლული
რუსი დიპლომატები "მსხვერპლად შეეწირნენ სასტიკ ტერორიზმს".[სერგეი ლავროვის ხმა] "სულ ახლახან ჩვენ აუნაზღაურებელი დანაკლისი განვიცადეთ. ჩვენი ამხანაგები, ბაღდადში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები მსხვერპლად შეეწირნენ ერაყში ტერორიზმის სასტიკ თარეშს." ლავროვის თქმით, მან აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს უთხრა, რომ კოალიციის ძალები და ერაყის მთავრობა ვალდებული არიან, გამოიძიონ ეს საქმე და მკვლელები საკადრისად დასაჯონ. ეს განცხადებები ლავროვმა მოსკოვში გააკეთა, სადაც იგი რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. დღესვე რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ანატოლი საფრონოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს განზრახული აქვს, დაადგინოს რუსი დიპლომატების მკვლელობისთვის საერთაშორისო კოალიციული ძალების პასუხისმგებლობის ხარისხი.
XS
SM
MD
LG