Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა


დღეს დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვართან ოსკანიანის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი

დღეს დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვართან ოსკანიანის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი
საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომეხი სტუმარი მიიღო მისმა ქართველმა კოლეგამ გელა ბეჟუაშვილმა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, ის და ვართან ოსკანიანი წლის ბოლოსთვის პრეზიდენტებს წარუდგენენ ხელშეკრულებას სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ. 2007 წლიდან კი საქართველო და სომხეთი სახელმწიფო საზღვრების დემარკაციას, ანუ ტექნიკური მოწყობის პროცესს დაიწყებენ. მინისტრებმა განიხილეს, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების სფეროებთან დაკავშირებული საკითხები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯავახკის" მოწოდებებზე, სამცხე-ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების შესახებ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საქართველოს საშინაო საკითხია და სომხეთი ამ მასში არ ჩაერევა.
XS
SM
MD
LG