Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, ავღანეთში ვიზიტისას,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, ავღანეთში ვიზიტისას,
მას დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებას თალიბანსა და მის მოკავშირეებზე გამარჯვებისათვის ბრძოლაში. ქაბულში რაისი შეხვდა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ტერორიზმის წინააღმდეგ ომზე და ზოგ სხვა საკითხზე მოსალაპრაკებლად. როგორც ამ მოლაპარაკების შემდეგ რაისმა "რადიო თავისუფალ ავღანეთთან" ინტერვიუში აღნიშნა, აშშ-სა და ავღანეთს ერთი სტრატეგია აკავშირებს თალიბანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ: [კონდოლიზა რაისის ხმა] “დღეს ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ კარზაისთან და ვფიქრობ, ვიზიარებთ შეფასებას, რომ გვაქვს კარგი ერთობლივი სტრატეგია. უშიშროების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები და ნატოს ჯარები სამხრეთისაკენ მიიწევენ, ისევე როგორც ამერიკის ჯარები, რომლებიც ავღანეთში რჩებიან. ისინი ნამდვილად ებრძვიან მტერს და მათს წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ”. იქვე რაისმა ილაპარაკა ქაბულისადმი აშშ-ის მტკიცე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე.
XS
SM
MD
LG