Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა პარლამენტარებმა დაგმეს ერაყში რუსეთის


რუსმა პარლამენტარებმა დაგმეს ერაყში რუსეთის საელჩოს ოთხი თანამშრომლის დახოცვა და გამოთქვეს შეფასება, რომ "საოკუპაციო ჯარები” ერაყში კონტროლს კარგავენ.

რუსმა პარლამენტარებმა დაგმეს ერაყში რუსეთის საელჩოს ოთხი თანამშრომლის დახოცვა და გამოთქვეს შეფასება, რომ "საოკუპაციო ჯარები” ერაყში კონტროლს კარგავენ.
სახელმწიფო სათათბიროს დღევანდელ დეკლარაციაში პარლამენტარები გამოთქვამენ რწმენას, რომ კოალიციის ჯარებს შეეძლოთ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. დეკლარაცია შეიცავს ასევე მოწოდებას, ერაყის ხელმძღვანელობამ და კოალიციის ჯარებმა გამოიძიონ რუსების დახოცვის ფაქტი. ერაყში რუსეთის საელჩოს 4 თანამშრომელი 3 ივნისს გაიტაცეს, მოგვიანებით მათი დახოცვის პასუხისმგებლობა იკისრა "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა. საელჩოს კიდევ ერთი რუსი მუშაკი 3 ივნისს, მძევლების აყვანისას მოკლეს.
XS
SM
MD
LG